ეტიკეტირების ახალი წესებში ახსნილია, რომ ნებისმიერი ღვინის ბოთლზე, რომელიც წარმოებული და ეტიკეტირებული იყო 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ, გამოსახული უნდა იყოს ინგრედიენტები, ნუტრიციული მონაცემები და სხვა დეტალები, რაც შესაძლებელია ფიზიკური ეტიკეტებით ან ელექტრონულად, მაგ. QR კოდებით ან ციფრული ეტიკეტებით.
ამ სტატიაში მოცემულია ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა დავექვემდებაროთ ამ კანონებს QR კოდებისა და ციფრული ეტიკეტების გამოყენებით. იგი დაფუძნებულია ჩვენს თანამშრომლობაზე ღვინის როგორც დიდ, ისე მცირე მეწარმეებთან, მაგ. რემი კოინტრო, შლუმბერგერი, დელიკატო, კონტინუუმი და სხვები.

ევროპულ ღვინოზე QR კოდების გამოყენების 4 ეტაპი
ღვინის მეწარმეები დიდწილად არჩევენ QR კოდებსა და ციფრულ ეტიკეტებს ამ კანონებთან დაქვემდებარების მიზნით, ორი ძირითადი მიზეზის გამო:
- დინამიკური QR კოდების გამოყენებით, თავიდან ირიდიბენ დიდ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ეტიკეტების ცვლილებებთან
- უკვე შესაძლებელია QR კოდების ეტიკეტებზე დაბეჭდვაც, ასევე შესაძლებელია ვებგვერდების (ციფრული ეტიკეტების) შეცვლაც რეალურ დროში, საჭიროებისამებრ.
- ღვინის მონაცემების ორგანიზება მონაცემთა ბაზაში ან ელექტრონულ ცხრილში.
- ღვინის მონაცემების შეყვანა ციფრული ეტიკეტირების პროგრამაში.
- QR კოდების შექმნა და ჩაწერა დაბეჭდილ დიზაინზე გამოყენების მიზნით.
- QR კოდების შემცველი ეტიკეტების შექმნა რათა დაიბეჭდოს ღვინოზე.
პირველი ეტაპი: პროდუქტის მონაცემების ორგანიზება
ამ ეტაპზე საჭიროა ყველა იმ მონაცემის ორგანიზება, რომელიც შეყვანილი იქნება ციფრული ეტიკეტის პროგრამაში. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მონაცემების ბაზა ან ელექტრონული ცხრილი. წარმოგიდგენთ როგორც რეკომენდებულ, ისე საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული ღვინის ციფრულ ეტიკეტებზე:
პროდუქტის ინფორმაცია
- ღვინის ტიპი
- წარმოების ქვეყანა
- გეოგრაფიული ინდიკატორები
- რთველის წელი
- ალკოჰოლი მოცულობით, პროცენტულად (ABV)
- ნეტო მოცულობა მილიმეტრებში
- ღვინის სიტკბო
- რთველთან ასოცირებული ვაზის ტიპი
- პროდუქტის აღწერა
- ვარგისიანობის ვადა
- ენერგია (გამოთვლა შესაძლებელია ციფრული ეტიკეტირების პროგრამით);
- ცხიმები;
- ნახშირწყლები;
- ცილები;
- მარილი.
ხშირი კითხვები ენერგიასთან, ინგრედიენტებთან და დანამატებთან დაკავშირებით
როგორ უნდა გამოვთვალოთ ენერგია? რეგულაციის თანახმად, არსებობს ენერგიის გამოთვლის ორი მისაღები წესი:- პირველი წესი: კალკულატორი ფორმულით, კონვერტაციის ფაქტორებით შაქარზე, ალკოჰოლზე და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით.
- მეორე წესი: ზოგადი ენერგეტიკული ღირებულებების გამოყენება ღვინის სახეობის მიხედვით (წითელი მშრალი და ა.შ). კანონში მოცემულია ამის ცხრილიც.
მეორე ეტაპი: ღვინის მონაცემების შეყვანა პროგრამაში; თარგმანების რედაქცია
გვაქვს სამი შესაძლო მიდგომა:
- ხელით შეყვანა: კოპირებისა და ჩასმის გამოყენებით შეიყვანეთ პირველ ეტაპზე აღწერილი მონაცემები ეტიკეტირების პროგრამაში. ეს მოსახერხებელია მაშინ, თუ გვაქვს მხოლოდ რამდენიმე სამარაგო ერთეული.
- ერთიანად ატვირთვა: საუბარია დოკუმენტის, მაგ CSV-ს პირდაპირ ატვირთვაზე ეტიკეტირების პროგრამაში. ეს უმჯობესია, თუ გაქვთ რამდენიმე ათეული ან ასეული სამარაგო ერთეული. ამით ასევე თავიდან ავირიდებთ შეცდომებს მონაცემების შეყვანისას, რაც ხელს შეუშლის კანონთან შესაბამისობას. ეტიკეტირების პროგრამას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება.
- ინტეგრაცია API-ს მხარდაჭერით: ეს უმჯობესია,თუ გაქვთ რამდენიმე ათეული ან ასეული სამარაგო ერთეული. ერთიანად ატვირთვის მსგავსია. ეტიკეტირების პროგრამას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება.

მესამე ეტაპი – QR კოდების ჩამოწერა
თითოეულ პროდუქტს (სამარაგო ერთეულს) უნდა ჰქონდეს საკუთარი ციფრული ეტიკეტი და საკუთარი QR კოდი. ესეიგი, თუ თქვენ ბრენდს აქვს 10 ღვინო 10 ციფრული ეტიკეტით, უნდა გქონდეთ 10 QR კოდიც. ეს წესი არ გეხებათ, თუ იყენებთ სერიალიზებულ, უნიკალურ QR კოდებს, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვზე დაკვირვების მიზნით, რაზეც ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ-ჯერობით ხშირად არ გვხვდება ღვინის ინდუსტრიაში.
ციფრული ეტიკეტების შექმნის შემდეგ, უნდა შექმნათ და ჩაიწეროთ მათი შესაბამისი QR კოდები.
ეს QR კოდები უნდა ჩაიწეროთ ისეთ ფორმატში, რომ თქვენმა პრინტერმა შეძლოს მათი დაბეჭდვა ან მარტივად ინტეგრირებადი იყოს დაბეჭდვის პროცესში.
მეოთხე ეტაპი – ეტიკეტების დიზაინი და დაბეჭდვა
ამ ეტაპზე შეგიძლიათ QR კოდების დიზაინების შექმნა ეტიკეტებზე. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
თუ თქვენს ქარხანას ეჩქარება ეტიკეტების დაბეჭდვა, შეგიძლიათ დაიწყოთ QR კოდების შექმნით, მათი ჩაწერით და ეტიკეტების დიზაინში ინტეგრირებით. თუ გაქვთ კონტროლი და წვდომა ამ QR კოდებზე პროგრამულად, შემდგომში მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ზემოთ ხსენებულ ეტაპებს.
სად უნდა იყოს განთავსებული QR კოდი?
ღვინის მეწარმეების უმეტესობა ათავსებს QR კოდს უკანა ეტიკეტზე, რათა მინიმალური ზიანი მიაყოს ბრენდირებას.
რა უნდა იყოს დაწერილი QR კოდში?
რეგულაციებში არაა აღწერილი ვალდებულება, რომ QR კოდზე ან მის ირგლივ გამოსახული უნდა იყოს რაიმე ტექსტი. ჩვენ გვსმენია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის რეგულატორული ორგანო აპირებს რეკომენდაციების გამოქვეყნებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს ოფიციალური პოზიცია.
ზოგიერთი კომპანია იყენებს სიმბოლოს – “i” QR კოდის ცენტრში, რაც „მეტი ინფორმაციის მიღებას“ ნიშნავს. ეს ხელს არ უშლის სკანირების შესაძლებლობას. ზოგიერთი აწერს “scan for info” ან “scan for more info” („დაასკანირეთ მეტი ინფორმაციის მისაღებად“) QR კოდის გვერდით. ეს ნათელყოფს QR კოდის დანიშნულებას.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება მოხდეს QR კოდის სკანირება ევროკავშირის გარეთაც. გეო-ლოკაციის პარამეტრებისა და ტრიგერების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემების ჩვენება, მაგ. პროდუქტის ან ღვინის მეწარმის ბრენდირება, ავთენთიკურობა და ა.შ.
თუ გადაწყვეტთ რაიმე ‘ინსტრუქციის’ დაწერას QR კოდის მახლობლად, დარწმუნდით, რომ ნებისმიერი რეგიონის მომხარებელი შეძლებს მის აღქმას და გააზრებას.

რა ზომის უნდა იყოს QR კოდი ეტიკეტზე?
გირჩევთ მინიმალურ ზომას – 13 მმ x 13 მმ, ხოლო მაქსიმალურ ზომას – 16 მმ x 16 მმ QR კოდისთვის, რაც არ ითვალისწინებს ‘ჩუმ’ ზონას (იხილეთ ქვემოთ). რაც უფრო პატარაა QR კოდი (მაგ. 6 მმ x 6 მმ), მით უფრო ახლოს მოუწევს მომხმარებელს კამერის მიყვანა, რათა დაასკანიროს QR კოდი. რაც უფრო დიდია, მით უფრო შორიდან შეიძლება სკანირება. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული სპექტრი, რათა მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას სკანირებისას.
ყველა QR კოდს უნდა ჰქონდეს ე.წ „ჩუმი“ ზონა – თეთრი მონაკვეთი QR კოდის ირგვლივ. მისი რეკომენდირებული ზომა არის QR კოდის ინდივიდუალური უჯრების ზომის გაოთხმაგება. 10 მმ ზომის QR კოდის შემთხვევაში, ეს 1.5 მმ იქნება.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ეტიკეტების დიზაინერთან ან მბეჭდავთან და დარწმუნდით, რომ ეტიკეტირების პროგრამიდან ჩამოწერილი QR კოდის დაბეჭდვა შესაძლებელია 300 dpi-ზე ან უფრო მაღლა, ეტიკეტის სასურველი ზომის მიხედვით.

რა ფერის უნდა იყოს QR კოდი?
ჩვენ გირჩევდით შავი QR კოდის შექმნას თეთრ ფონზე. სხვა მუქი ფერების გამოყენებაც შეიძლება, თუმცა აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ეს კოდები QR კოდების წამკითხველი აპლიკაციით. პირიქითაც შეიძლება – თეთრი კოდი შავ ფონზე, თუმცა ამასაც სჭირდება გადამოწმება.

რა ფორმის შეიძლება იყოს QR კოდი?
QR კოდის ბეჭდვა დაშვებულია მხოლოდ კვადრატის სახით. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული კრეატიული მიდგომის არჩევაც – მაგ. კვადრატული QR კოდის ჩასმა სხვა გეომეტრიულ ფიგურაში, როგორიცაა რომბი. გაითვალისწინეთ ე.წ „ჩუმი“ ზონის არსებობაც.
რა გარჩევადობის უნდა იყოს QR კოდი?
გირჩევდით 300 dpi-ს ან უფრო მეტს, პრობლემა რომ არ შეექმნას მომხმარებელს.
სულ ესაა! თქვენ შეასრულეთ ოთხივე ნაბიჭი და შეგიძლიათ QR კოდის შემცველი ეტიკეტების განთავსება ღვინოზე, რაც მას მოიყვანს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონებთან.
ციფრული ეტიკეტირების პროექტის სხვა საკითხები
დაშვებულია თუ არა ციფრული ეტიკეტების სხვა მომწოდებელზე გადასვლა, თუ კი ამ მომწოდებლის ეტიკეტები უკვე დაიბეჭდა ღვინოზე? რამდენად უნდა ვიყოთ ‘მიჯაჭვული’ ერთ მომწოდებელზე?
ეს დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე.
არსებობს სამი გამოსავლი:
- სტატიკური QR კოდების გამოყენება, რომელთა შემდგომი შეცვლა მარტივი არ არის (ამას არ გირჩევდით)
- დინამიკური QR კოდის გამოყენება, რომელსაც აქვს ‘გადაყვანის’ (redirect) საშუალება
- თქვენი დომენის გამოყენება QR კოდებისთვის, რომელსაც აქვს დინამიკური ‘გადაყვანის’ საშუალება
- ონლაინ მაღაზიები
- პროდუქტების აქციები
- ღონისძიების მოწვევები
- საინფორმაციო შეტყობინებები
- ლოიალობის პროგრამები, ა.შ
- სამარაგო ერთეულების ან API-ების შესახებ ინფორმაციის ფართო ატვირთვა – ამით ზოგავენ დროს და თავიდან ირიდებენ ტექსტის დაბეჭდვის შეცდომებს, რაც ხელს შეუშლის რეგულაციებთან შესაბამისობას.
- ავტომატური თარგმნა და თარგმანის მენეჯმენტი – ანალოგიურად, ვზოგავთ დროს და ვუზრუნველყოფთ შესაბამისობას.
- მოსალოდნელ სამომავლო რეგულაციებთან დაქვემდებარების საშუალება – სავარაუდოა, რომ ქვეყნები მათთვის კონკრეტულ კანონებს დაადგენენ ნარჩენების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. მგავსი კანონები დადგინდა საფრანგეთსა და იტალიაში, იგეგმება ღვინის და სპირტების ეტიკეტირების ახალი წესების დადგენა ა.შ.შ-ში. მსგავსი მიდგომით, თქვენ მარტივად შეძლებთ ახალი QR კოდების ინტეგრაცია ახალი კანონებისა და რეგულაციების დადგენის შემთხვევაში.
- ჭკვიანი URL სკანირება ევროკავშირის გარეთ – იძლევა გამოსადეგ ინფორმაციას ევროკავშირის გარეთ სკანირების შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს არ სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი ციფრული ეტიკეტი.
- GS1 შესაბამისობა – უზრუნველყოფს QR კოდის შესაბამისობას ამ ახალ სტანდარტთან. QR კოდები ანაცვლებენ სტანდარტულ ბარკოდებს.
- უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის გარანტიები / SLA
- გლობალური, მრავალენოვანი მხარდაჭერის გუნდი, ინსტრუქტაჟები და დამხმარე მასალები
გსურთ, გაიგოთ მეტი?
Scantrust გთავაზობთ ჩვენს ტექნოლოგიასა და ექსპერტიზას, რომელიც სრულიად აღმოფხვრის ევროკავშირის ღვინის ეტიკეტირების რეგულაციებთან დაქვემდებარების პრობლემას. გაიგეთ მეტი ჩვენი ციფრული ეტიკეტირების პროგრამის შესახებ, დარეგისტრირდით და გამოიყენეთ ჩვენი უფასო პროგრამა ან დაგვიკავშირდით და გაიგეთ, თუ რას ვთავაზობთ კომპანიებს. ჩვენ ასევე გთავაზობთ საინფორმაციო სესიებს ევროკავშირის ღვინის ეტიკეტირების კანონებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ იხილოთ 2023 წლის 4 მაისის ჩანაწერი აქ: